გომბორზე ავარიისას დაშავებულების ახლობლებს კახეთის გუბერნატორი დახმარებას სთავაზობს
გომბორზე ავარიის შედეგად დაშავებულების ოჯახის წევრებსა და ახლობლებს თელავის მერია 24-საათიან რეჟიმში თბილისში გასამგზავრებლად ტრანსპორტით უზრუნველყოფას სთავაზობს. როგორც კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, ადგილობრივი ხელისუფლება მათ ასევე უზრუნველყოფს სასტუმროთი და საკვებით.
თელავის რეფერალური საავადმყოფოს დირექტორის განცხადებით, დაშავებულების მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია, თუმცა საჭიროებენ 24-საათიან მონიტორინგს და ამის შემდეგ გაირკვევა, რამდენ ხანს დარჩებიან სტაციონარში.
შემთხვევის შედეგად მიკროავტობუსის ოთხი მგზავრი გარდაიცვალა, ხოლო 21 დაშავდა. შსს-მ ვაზიანი-გომბორი-თელავის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მიკროავტობუსის მძღოლი 1981 წელს დაბადებული ბ. კ. დააკავა.