გომბორზე ავარიისას დაღუპული ბავშვის დედა მრავლობითი დაზიანებებით თბილისში გადაჰყავთ
თელავის რეფერალური ჰოსპიტალიდან ერთი დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადას თბილისში გადაჰყავს.
მედპერსონალის განცხადებით, ქალი ავარიისას გარდაცვლილი გოგონას დედაა და მას მრავლობითი მოტეხილობები აღენიშნება.
თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში გომბორზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 21 პაციენტი მოთავსეს, მათგან 12 ბავშვია.
გამოძიების პირველადი ვერსიით, გომბორის უღელტეხილზე სამარშრუტო ტაქსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხევში გადავარდა.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილია ოთხი ადამიანი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია.