გომბორის უღელტეხილზე ავარიის დროს ორი ადამიანი დაიღუპა, აქედან ერთი არასრულწლოვანია – ამის შესახებ ინფორმაცია პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
თვითმხილველების ცნობით, სამარშრუტო ტაქსი ხევში გადავარდა.
არსებული ინფორმაციით, დაღუპულები თბილისის ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეები არიან, რომლებიც ექსკურსიაზე მიდიოდნენ.
როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, სამაშველო ოპერაცია ამ წუთებში მიმდინარეობს. მაშველებს ხევში გადავარდნილები ამოჰყავთ.