გმირთა მოედანზე მიწისქვეშა გადასასვლელები სპეციალური ხსნარით ირეცხება
გმირთა მოედანზე მიწისქვეშა გადასასვლელები სპეციალური ხსნარით ირეცხება

„თბილსერვის ჯგუფის“ წარმომადგენლები გმირთა მოედანზე არსებულ მიწისქვეშა გადასასვლელებს ასუფთავებენ. აქ მდებარე გადასასვლელები სპეციალური ხსნარებით ირეცხება.

„თბილსერვის ჟგუფის“ დირექტორის, ლევან ჯღარკავას განცხადებით, უახლოეს ორ დღეში მთლიანად დასუფთავდება გმირთა მოედანზე არსებული მიწისქვეშა გადასასვლელები, დამონტაჟდება განათებები და იგეგმება ასევე ვიდეოკამერების დამონტაჟებაც.

ასევე, ჯღარაკავას თქმით, ყურადღება მიექცევა დედაქალაქში არსებულ სხვა მიწისქვეშა ტერიტორიებსაც.

გმირთა მოედანზე მიწისქვეშა გადასასვლელების მდგომარეობას დღეს კახა კალაძე გაეცნო.