ახალგაზრდა მხატვრებისთვის მიწისქვეშა გადასასვლელებში ადგილები გამოიყოფა
ახალგაზრდა მხატვრებისთვის მიწისქვეშა გადასასვლელებში ადგილები გამოიყოფა

თბილისის მერიის მხარდაჭერით, ახალგაზრდა მხატვრების შემოქმედებითი საქმიანობისთვის ახალი პლატფორმა იქმნება.  ინფორმაციას დედაქალაქის მერიის ადმინისტრაცია ავრცელებს.

პროექტის მონაწილეებს უსასყიდლოდ გადაეცემათ სამუშაო მასალები და მათთვის სახატავი ადგილები მიწისქვეშა გადასასვლელებში გამოიყოფა.

პროექტში მონაწილეობის მსურველებს განაცხადის დაფიქსირება მერიის ვებგვერდზე მითითებულ ელექტრონულ მისამართზე შეუძლიათ. აპლიკანტების სატესტო ნამუშევრებს ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფი შეაფასებს, რომლის მთავარი კრიტერიუმებია : „არა პოლიტიკა“, „არა სიბილწე“,  „არა რელიგია“, „არა რეკლამა“.

ორგანიზატორები განმარტავენ, რომ ნახატების შეფასება და დაწუნება პირადი გემოვნების ან რაიმე სხვა კრიტერიუმის მიხედვით არ მოხდება.

ესკიზის განხილვა და გადაწყვეტილების მიღება მოთხოვნის შეტანიდან 5 სამუშაო დღეში გახდება ცნობილი.