გიორგი ტყემალაძე - თბილისს ყავს მერი, რომელმაც ბიუჯეტი 60 მილიონით გაზარდა
ერთი თვეა, რაც თბილისს ყავს მერი, რომელმაც ამ პერიოდის განმავლობაში ბიუჯეტი 60 მილიონი ლარით გაზარდა. რა თქმა უნდა, თქვენთვის ეს ძალიან მტკივნეულია და ამას ვერ ეგუებით, – ასე მიმართა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ საკრებულოს ოპოზიციონერ წევრებს.
გიორგი ტყემალაძის თქმით, თბილისის საკრებულოს ოპოზიცია ყველაფრის უარყოფით კონტექსტში გადატანას ცდილობს, მაგრამ დიდი ძალისხმევის მიუხედავად, მათ ეს არ გამოუვათ.
„არც თქვენ ხართ შემფასებლები და არც ჩვენ. ჩვენს ქმედებებს მოსახლეობა აფასებს, ის მოსახლეობა, რომელმაც სულ რაღაც ერთი თვის წინ კახა კალაძეს და „ქართულ ოცნებას“ მხარი დაუჭირა. ასე რომ, ნუ ნერვიულობთ, დაწყნარდით“, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარემ ოპოზიციონერ კოლეგებს შეკითხვების დასმის შემდეგ, მათზე პასუხების მოსმენისკენაც მოუწოდა.