გიორგი ტყემალაძე - კალაძის საქმიანობა ამ პოზიციაზე  თვითმმართველობის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი იქნება
გიორგი ტყემალაძე - კალაძის საქმიანობა ამ პოზიციაზე  თვითმმართველობის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი იქნება

თბილისში “საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის” VI ეროვნული ასამბლეა  გაიმართა.  ასამბლეაზე ასოციაციის ახალ პრეზიდენტი აირჩიეს.  მომდევნო სამი წლის განმავლობაში “NALAG”-ს თბილისის მერი კახა კალაძე უხელმძღვანელებს.  დღესვე საქართველოს  ყველა თვითმმართველი ერთეულიდან ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს  წევრებიც დაამტკიცეს.  ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს  წევრებად თბილისიდან დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, საკრებულოს დეპუტატები თამარ ტალიაშვილი და გიორგი ნადირაძე  აირჩიეს.

როგორც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ განაცხადა, ეროვნული თვითმმართველობის ასოციაცია  ქვეყნის თვითმმართველობებს აერთიანებს, რომელიც ევროსაბჭოს თვითმმართველობის კონგრესის მთავარი პარტნიორია.  გიორგი ტყემალაძის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ასოციაციის პრეზიდენტად სწორედ კახა კალაძე აირჩიეს.

“დარწმუნებული ვარ, რომ მისი საქმიანობა ამ პოზიციაზე იქნება წარმატებული, რაც თავის მხრივ იქნება თვითმმართველობის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი მიმართულება. მინდა, მივულოცო ბატონ კახას პრეზიდენტად არჩევა და ვუსურვო წარმატება აღნიშნულ საქმიანობაში”, – განაცხადა ტყემალაძემ.

“საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის” მიზანი ქვეყანაში ადგილობრივი თვითმმართველობის  სისტემის სრულყოფა, დემოკრატიის განვითარება და სახელმწიფო ძალაუფლების დეცენტრალიზაციაა.