გიორგი შენგელია - ოპოზიციას სურს, აქცენტები ინტრიგებზე გადაიტანოს, რადგან იციან, რომ არჩევნებს პირწმინდად აგებენ
ზუგდიდში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი გიორგი შენგელია მიიჩნევს, რომ ოპოზიციას აქვს სურვილი, აქცენტები ინტრიგებზე გადაიტანოს. როგორც გიორგი შენგელია აცხადებს, ზუგდიდში არის ძალიან მშვიდი ვითარება.
„ისინი ძალიან არაპროგნოზირებად და კონფრონტაციულ მეთოდებს მიმართავენ. მუდმივად აპელირებენ ისეთ ფაქტებზე, რაც ჩვეულებრივი მოვლენაა და ამით ცდილობენ მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას, რათა მიაღწიონ თავიანთ საწადელს და საზოგადოებას შეუქმნან განცდა, თითქოს ზუგდიდში მძიმე ვითარებაა. ზუგდიდში არის ძალიან მშვიდი ვითარება.
მე დავდივარ კარდაკარ, მოსახლეობას ვხვდები, მათ აქვთ მშვენიერი და მშვიდი განწყობა. სწორედ ეს არ აწყობს ჩვენ ოპონენტებს, რადგან მათ იციან, რომ არჩევნებს პირწმინდად აგებენ, ამიტომ ცდილობენ აქცენტი გადაიტანონ ისეთ ფაქტებსა და ინტრიგებზე, როგორსაც მიჩვეულები არიან“, – განაცხადა გიორგი შენგელიამ.