გიორგი სანაიას საქმეზე დღეს მისი ძმა, ჟურნალისტი ვახო სანაია გამოკითხეს
გიორგი სანაიას საქმეზე დღეს მისი ძმა ჟურნალისტი ვახო სანაია გამოკითხეს. პირველი არხის ჟურნალისტის ინფორმაციით, ვახო სანაია საგამოძიებო ორგანოში ექვსი საათის განმავლობაში იმყოფებოდა.
ვახო სანაიას განცხადებით, მან გამოძიებას მიაწოდა ინფორმაცია, როგორ ყალბდებოდა გიორგი სანაიას მკვლელობის საქმე და როგორ არ მომხდარა შემკვეთი პირების დასჯა.
მისი თქმით, ეს იყო შეკვეთილი მკვლელობა და მსჯავრდებული კოტე ციხისთავი, რომელიც 2001 წელს ე.წ პანკისური დაჯგუფების წევრი იყო, ამ შეკვეთილ მკვლელობაზე მის სატელევიზიო ინტერვიუშიც საუბრობს. სწორედ ციხისთავის ამ განცხადებების შემდეგ სანაიას ოჯახმა საქმეზე საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება მოითხოვა. გამოძიება სანაიას ოჯახის მოთხოვნის შემდეგ განახლდა. ამის შემდეგ გამოძიების დაწყებამდე გასაუბრება ჩატარდა ვახო სანაიასთან და კოტე ციხისთავთან, თუმცა დღეს უკვე გამოძიების ფარგლებში მოხდა ვახო სანაიას გამოკითხვა.