არჩილ თალაკვაძე – ვგმობთ ჟურნალისტ ვახო სანაიას მიმართ ძალადობას

13:04, 25.02.2021

ვგმობთ ჟურნალისტ ვახო სანაიას მიმართ მომხდარ ძალადობას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე სოციალურ ქსელში წერს.

„ამ ინციდენტზე დროული და ეფექტური რეაგირება მკაფიო გზავნილი უნდა იყოს მათთვის, ვინც გამოსავალს ძალადობაში ხედავს“, – წერს არჩილ თალაკვაძე „ფეისბუქზე“.

ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტ ვახო სანაიას მიმართ ჯგუფური ძალადობის ბრალდებით სამართალდამცველებმა სამი პირი დააკავეს.

მსგავსი