ვგმობთ ჟურნალისტ ვახო სანაიას მიმართ მომხდარ ძალადობას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე სოციალურ ქსელში წერს.
„ამ ინციდენტზე დროული და ეფექტური რეაგირება მკაფიო გზავნილი უნდა იყოს მათთვის, ვინც გამოსავალს ძალადობაში ხედავს“, – წერს არჩილ თალაკვაძე „ფეისბუქზე“.
ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტ ვახო სანაიას მიმართ ჯგუფური ძალადობის ბრალდებით სამართალდამცველებმა სამი პირი
დააკავეს.