გიორგი მჭედლიშვილი - მთავარ ხორვატულ ლიგაში მოსახვედრად დიდი ნაბიჯი გადავდგით
გიორგი მჭედლიშვილი - მთავარ ხორვატულ ლიგაში მოსახვედრად დიდი ნაბიჯი გადავდგით

ხორვატიის მეორე დივიზიონში გამართულმა 29-ე ტურის შეხვედრამ გიორგი მჭედლიშვილი ამ ქვეყნის ელიტარულ ლიგას დააახლოვა.

25 წლის ქართველი მცველის გუნდმა, მეორეადგილოსანმა „გორიცამ“ უშუალო კონკურენტს, მესამე საფეხურზე მყოფ „ვარაზდინს“ უმასპინძლა და 4:2 დაამარცხა.

„სამტრედიისა“ და თბილისის „დინამოს“ ყოფილი მარჯვენა მცველი გორიცელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. პირველი გოლი მისი გადაცემის შემდეგ გავიდა, ხოლო საბოლოოდ, „გორიცამ“ 4:2 მოიგო.

29 შეხვედრის შემდეგ, „გორიცამ“ 55 ქულა დააგროვა და გათამაშების დასრულებამდე 4 ტურით ადრე უშუალო კონკურენტს 6 ქულით გაასწრო. პირველზე კი ზაგრების „დინამო 2“-ია, რომელიც მთავარ ლიგაში ვერ გადავა, რადგან იქ ზაგრებელთა მთავარი გუნდი გამოდის.

„უშუალო კონკურენტს ძალიან პრინციპული და საჭირო თამაში მოუგეთ. „ვარაზდინს“ უკვე 6 ქულა გავასწარით და ძალიან მეეჭვება, დარჩენილ 4 თამაშში 6-ქულიანი უპირატესობა გავანიავოთ. ფაქტია, რომ მიზნის მისაღწევად უდიდესი ნაბიჯი გადავდგით“, – ამბობს პირველ არხთან გიორგი მჭედლიშვილი.