ხორვატიასა და ლატვიის შემდეგ საქართველოში - მჭედლიშვილი „სამგურალში“ ჩაირიცხა
ხორვატიასა და ლატვიის შემდეგ საქართველოში - მჭედლიშვილი „სამგურალში“ ჩაირიცხა

გიორგი მჭედლიშვილი კარიერას წყალტუბოს „სამგურალში“ გააგრძელებს – 29 წლის გამოცდილმა მარჯვენა ფლანგის მცველმა გუნდთან კონტრაქტი ერთი წლით გააფორმა.

სამგურალის“ სპორტულმა დირექტორმა, ბესიკ ხაჭიპერაძემ გუნდის ახალწვეულს სიმბოლურად კლუბის მაისური გადასცა და წარმატებები უსურვა. გიორგი მჭედლიშვილი „სამგურალში“ 33-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

მჭედლიშვილი საქართველოში კიდევ რამდენიმე კლუბში ასპარეზობდა – თბილისის „ლოკომოტივში“, მარტვილის „მერანში“, „ვიტ ჯორჯიაში“, ლანჩხუთის „გურიაში“, მერე „სამტრედიაში“, რის შემდეგაც ორი სეზონის განმავლობაში ხორვატიულ „გორიცაში“ თამაშობდა. 2018 წელს კლუბთან ერთად ხორვატიის რანგით მეორე ლიგის გამარჯვებული გახდა და მომდევნო წელს „გორიცასთან“ ერთად უმაღლეს ლიგაში იასპარეზა. მისი ბოლო გუნდი ლატვიური „ვენტლსპილსი“ იყო, რომელიც სეზონის ბოლოს დატოვა.

მჭედლიშვილი თბილისის „დინამოსა“ და „სამტრედიაში“ საქართველოს ჩემპიონი, თასის და სუპერთასის მფლობელი გახდა. სუპერთასის გამარჯვებული ის 2014-2015 წლის სეზონში შემადგენლობაშიც იყო.

დატოვე კომენტარი