ქართველი ფეხბურთელი ლატვიური ლიგის საუკეთესოებშია
ქართველი ფეხბურთელი ლატვიური ლიგის საუკეთესოებშია

გიორგი მჭედლიშვილი ლატვიის ჩემპიონატის მე-3 ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს – საუკეთესოები ლატვიის ფედერაციის ოფიციალურმა ვებგვერდმა შეადგინა.

ბევრი ქვეყნის მსგავსად, ლატვიაში სიმბოლურ ნაკრებს საერთაშორისო საფეხბურთო ანალიტიკური კომპანია „ინსტატ ინდექსის“ მონაცემებზე დაყრდნობით ადგენენ. „ვენტსპილსის“ ქართველმა მცველმა 281 ქულა დააგროვა, რაც მის პოზიციაზე, მარჯვენა მცველებში საუკეთესო მაჩვენებელი გამოდგა.

ქართველი მცველის გუნდი „ვენტსპილსი“ ლატვიის ჩემპიონატის მესამე ტურში თამაზ პერტიას გაწვრთნილ „ვალმეირას“ საშინაო არენაზე შეხვდა და ქულა მოიპოვა – 2:2. „ვენტსპილსში“ მეორე გოლი 51-ე წუთზე გიორგი ერისთავმა გაიტანა.

მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში გიორგი რეხვიაშვილმაც ითამაშა, ხოლო მჭედლიშვილი მოედანზე მე-18 წუთზე ტრავმირებული თანაგუნდელის ნაცვლად გამოჩნდა. „ვენტსპილსშია“ გუგა ფალავანდიშვილიც, რომელმაც მატჩი მცირე ტავმის გამო გამოტოვა.