გიორგი მჭედლიშვილი - მე თამაში მინდოდა და „სამგურალიდან“ ამიტომ წამოვედი #1TVSPORT
გიორგი მჭედლიშვილი - მე თამაში მინდოდა და „სამგურალიდან“ ამიტომ წამოვედი #1TVSPORT

გიორგი მჭედლიშვილი წყალტუბოს „სამგურალის“ ფეხბურთელი აღარ არის, – ამის შესახებ ინფორმაცია გუნდის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა. 

„ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მარჯვენა მცველმა, გიორგი მჭედლიშვილმა წყალტუბოს „სამგურალი“ დატოვა“, – წერია „სამგურალის“ ოფიციალურ ვებგვერდზე.

რა გახდა ურთიერთობის გაწყვეტის მიზეზი, ამის შესახებ საქართველოს პირველმა არხმა კითხვა თავად ფეხბურთელს დაუსვა.

„როდესაც სოსო ფრუიძე დაინიშნა, „სამგურალში“ თავიდან მათამაშებდა, მაგრამ უკვე მესამე მატჩია აღარ მათამაშებს. მე გუნდში მხოლოდ ხელფასისთვის არ მივსულვარ, თამაში მსურდა და ლატვიიდან ამიტომ წამოვედი. მე ასე გაჩერება არ შემეძლო, ავდექი და წამოვედი, სკამზე ჯდომას არ ვაპირებ“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან გიორგი მჭედლიშვილმა.

გიორგი მჭედლიშვილი საქართველოში ხორვატიისა და ლატვიის ჩემპიონატებში („გორიცა“, „ვენტლსპილსი“) ასპარეზობის შემდეგ დაბრუნდა, წყალტუბოს „სამგურალში“ თებერვალში ჩაირიცხა და ეროვნულ ლიგაში ოთხწლიანი პაუზის შემდეგ ითამაშა.