უკვე ოფიციალური ტრანსფერი - „ტორპედომ“ მჭედლიშვილის გადასვლა დაადასტურა #1TVSPORT
უკვე ოფიციალური ტრანსფერი - „ტორპედომ“ მჭედლიშვილის გადასვლა დაადასტურა #1TVSPORT

გიორგი მჭედლიშვილი ქუთაისის „ტორპედოს” ფეხბურთელია – ინფორმაცია კლუბმა ოფიციალურად მხოლოდ ახლა დაადასტურა.

„გიორგი მჭედლიშვილი შავთ-ეთრია! 30 წლის მცველი გუნდს უკვე შეუერთდა და აქტიურ საწვრთნელ პროცესში ჩაება. გიორგი ბოლოს სამტრედიელთა ღირსებას იცავდა. გიორგი მჭედლიშვილი  26-ნომრიან მაისურს მოირგებს. წარმატები ვუსურვოთ გიორგის შავ-თეთრების რიგებში“, – წერია ქუთაისის „ტორპედოს“ პრეს-სამსახურის განცხადებაში.

გიორგი მჭედლიშვილი კარიერას ქუთაისის „ტორპედოში” რომ გააგრძელებდა, მაისის ბოლოს გახდა ცნობილი, მაგრამ 30 წლის მარჯვენა მცველის ტრანსფერი ოფიციალურად მხოლოდ ახლა დადასტურდა, რადგან ახალ გუნდში ჩარიცხვის იურიდიული საკითხი გვარდებოდა.

მჭედლიშვილს არაერთ ქართულ გუნდში უთამაშია: თბილისის „ლოკომოტივში“, მარტვილის „მერანში“, „ვიტ ჯორჯიაში“, „დინამო თბილისში“, ლანჩხუთის „გურიაში“, „სამტრედიაში“, წყალტუბოს „სამგურალში“. აქვს ევროპაში გამოსვლის გამოცდილებაც – ხორვატულ „გორიცასა” და ლატვიურ „ვენტსპილსში“.

მჭედლიშვილისთვის ყველაზე წარმატებული „სამტრედიაში” თამაშის პერიოდი იყო, რომლის შემადგენლობაშიც 2016 წელსაც საქართველოს ჩემპიონი გახდა და ეროვნულ ლიგაში წლის სიმბოლურ გუნდში დაასახელეს.