„თელავი“ მცველმა დატოვა - ჭელიძის გუნდი „სამტერდიას“ დაუზავდა #1TVSPORT
„თელავი“ მცველმა დატოვა - ჭელიძის გუნდი „სამტერდიას“ დაუზავდა #1TVSPORT

სანაკრებო პაუზით „თელავმაც“ ისარგებლა – ეროვნული ლიგის გუნდი თბილისში საფეხბურთო კლუბ „სამტრედიას“ ტესტ-მატჩში დაუპირისპირდა.

დიღმის ახალ საწვრთნელ კომპლექსში გამართული შეხვედრა ფრედ დასრულდა – 1:1. „თელავიდან“ ბურთი დავით მუჯირმა გაიტანა, ხოლო (ეროვნული ლიგა 2-ის) „სამტრედიას“ მხრიდან თავი გიორგი ილურიძემ გამოიჩინა.

მატჩამდე ცნობილი გახდა, რომ გიორგი ჭელიძის გუნდი მცველს შეელია – საფეხბურთო კლუბი „თელავი“ სანაკრებო პაუზის დროს კონსტანტინე ღაღანიძეს დაემშვიდობა. 28 წლის მცველმა კლუბი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დატოვა.

მცველს შეელია „სამტრედიაც“ – გუნდი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, გიორგი მჭედლიშვილმა დატოვა და კარიერას ქუთაისის „ტორპედოში“ გააგრძელებს.

დატოვე კომენტარი