გიორგი მარგველაშვილი - იმედს გამოვთქვამ, გამოძიება უსწრაფეს დროში დაადგენს ბათუმში ხანძრის გამომწვევ მიზეზებს
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ მომხდარი ტრაგედიისას დაღუპულების ოჯახებს და ახლობლებს უსამძიმრებს.
ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
პრეზიდენტი იმედს გამოვთქვას, რომ გამოძიება უსწრაფეს დროში დაადგენს ხანძრის გამომწვევ მიზეზებს.
„შეძრწუნებული ვარ ბათუმში დატრიალებული ტრაგედიის გამო, რომელსაც ადამიანების სიცოცხლე შეეწირა.
მთელი გულით ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და ახლობლებს. ხანძრის დროს დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ.
მადლობას ვუხდი მაშველებს, მეხანძრეებს, ყველას ვინც უდიდესი რისკის ფასად, ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა შეძლო. იმედს გამოვთქვამ, გამოძიება უსწრაფეს დროში დაადგენს ხანძრის გამომწვევ მიზეზებს“, – აცხადებს პრეზიდენტი.
ხანძართან დაკავშირებით მოქმედებს მართვის ცენტრი, რომელსაც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსი, ლევან მაისურაძე ხელმძღვანელობს.
წინასწარი ინფორმაციით, ბათუმში ხანძრისას გარდაცვლილია 11 ადამიანი.
ბათუმში მოქალაქეებისთვის მოქმედებს ცხელი ხაზი: 595950925.