გიორგი მარგველაშვილი ავიაკატასტროფის გამო ირანის მთავრობასა და ირანელ ხალხს უსამძიმრებს
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ავიაკატასტროფის გამო ირანის მთავრობასა და ირანელ ხალხს უსამძიმრებს.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ირანში მომხდარი ავიაკატასტროფის გამო, რომელსაც ადამიანთა მსხვერპლი მოჰყვა. ქართველი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და თანაგრძნობას ვუცხადებ ირანის მთავრობასა და ირანელ ხალხს“, – აღნიშნულია პრეზიდენტის სამძიმრის წერილში.
ირანში ჩამოვარდნილ თვითმფრინავში მყოფი 66-ივე ადამიანი დაიღუპა.