გიორგი კვირიკაშვილმა ბათუმში, ხანძრის ადგილი კომენტარის გარეშე დატოვა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბათუმში, ხანძრის ადგილი კომენტარის გარეშე დატოვა.
პრემიერის თვითმფრინავი ბათუმში, სასტუმრო „ლეო გრანდში“ ხანძრის გამო ბრიუსელიდან თბილისის ნაცვლად, პირდაპირ ბათუმში დაჯდა.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი ორდღინი ვიზიტით აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე იმყოფებოდა. სწორედ ვიზიტიდან დაბრუნების დროს შეიტყო პრემიერმა ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძარის შესახებ, რის შემდეგაც, დაუყონებლივ შეცვალა მარშრუტი და თბილისის ნაცვლად, ბათუმში ჩავიდა.
ხანძართან დაკავშირებით მოქმედებს მართვის ცენტრი, რომელსაც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსი, ლევან მაისურაძე ხელმძღვანელობს.
წინასწარი ინფორმაციით, ბათუმში ხანძრისას გარდაცვლილია 11 ადამიანი.
ბათუმში მოქალაქეებისთვის მოქმედებს ცხელი ხაზი: 595950925.