გიორგი დგებუაძე - არ ჩატარებულა არანაირი თათბირი, სადაც ბადრი პატარკაციშვილის ლიკვიდაცია იგეგმებოდა
არ ჩატარებულა არანაირი თათბირი, სადაც ბადრი პატარკაციშვილის ლიკვიდაცია იგეგმებოდა, – ამის შესახებ გიორგი დგებუაძემ, „მასტერამ“ ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე მოწმის სტატუსით დაკითხვისას განაცხადა.
„მასტერა“, როგორც საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი და იმ ფარული ჩანაწერების მონაწილე, რომელშიც ბრალდების მხარის მტკიცებით, პატარკაციშვილის მკვლელობა იგეგმებოდა, მოწმის სტატუსით იკითხება.
პროკურორის შეკითხვების საპასუხოდ, გდებუაძემ დაადასტურა, რომ ამ საქმის მოწმეებს, მამუკა შაროვსა და დავით ზარნაძეს იცნობს, მაგრამ ვერ იხსენებს, ჰქონია თუ არა მათთან საუბარი ბადრი პატარკაციშვილის შესახებ.
„ბოლო ექვსი წელია, სტრესის ქვეშ ვარ და შერყეული მაქვს ჯანმრთელობა. არ მახსოვს ბევრი რამ და არ გეგონოთ, თავს ვარიდებდე კითხვებს“, – განაცხადა დგებუაძემ.
„მასტერა“ მსჯავრდებულია ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე, რომლის ფარგლებშიც მისი ექსტრადირება საქართველოში ჰოლანდიიდან მოხდა.