ბადრი პატარკაციშვილის საქმეზე სასამართლო პროცესი დასკვნით ეტაპზე გადავიდა
ბადრი პატარკაციშვილის საქმეზე სასამართლო პროცესი დასკვნით ეტაპზე გადავიდა

ბადრი პატარკაციშვილის საქმეზე განზრახ უკანონოდ დაკავებისა და სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით დაკავებული კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნების საქმე დასკვნით ეტაპზე გადავიდა. ბრალდებულების, ლევან ქარდავას, ილია გამგებელისა და დავით ქოქიაშვილის სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარე დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს. პროცესი ამ წუთებში დაიწყო.

ბადრი პატარკაციშვილის სახლზე თავდასხმის მომზადების საქმეზე, ურეკის პოლიციის ყოფილი უფროსის, ჯემალ შამათავას უკანონოდ დაკავებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით დაკავებულები ამ დრომდე პატიმრობაში არიან.

გამოძიების ინფორმაციით, 2006 წელს ზაფხულში კუდ-ის მიერ, ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილზე, მისი პოლიტიკური აქტიურობის გამო გამკაცრებული მეთვალყურეობა დაწესდა. დაიგეგმა ურეკში პატარკაციშვილის სახლზე თავდასხმა, რაც ბიზნესმენის სახლის მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლებს გულისხმობდა.ღონისძიება გამაფრთხილებელ აქციას წარმოადგენდა, მისი მიზანი პატარკაციშვილის პოლიტიკური აქტივობის შეწყვეტა იყო. თავდასხმამდე კუდ-ის თანამშრომლებმა ურეკის პოლიციის იმჟამინდელ უფროსს, ჯემალ შამათავას პატარკაციშვილის სახლთან მორიგე პოლიციის თანამშრომლების ჯგუფების მოხსნა დაავალეს. ჯემალ შამათავამ კი ამის შესახებ აცნობა პატარკაციშვილის დაცვას. გამოძიების ინფორმაციით, სწორედ ამის გამო ურეკის პოლიციის მაშინდელ ხელმძღვანელის წინააღმდეგ უკანონო ქმედებები დაიგეგმა და ის გაასამართლეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ბრალდებულებს 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ბადრი პატარკაციშვილის საქმეზე ურეკის პოლიციის განყოფილების ყოფილი უფროსის, ჯემალ შამათავას უკანონო დაკავებასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით დაკავებულმა კუდ-ის ყოფილმა მაღალჩინოსნებმა, ილია გამგებელმა და დავით ქოქიაშვილმა მოსამართლის წინაშე ბრალი აღიარეს.

დატოვე კომენტარი