ლევან ქარდავას ადვოკატი საქალაქო სასამართლოს განაჩენის გასაჩივრებას აპირებს
ლევან ქარდავას ადვოკატი საქალაქო სასამართლოს განაჩენის გასაჩივრებას აპირებს

კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, ლევან ქარდავას ადვოკატი საქალაქო სასამართლოს განაჩენის გასაჩივრებას აპირებს. ადვოკატი გია გოროზია აცხადებს, რომ გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინი არ ჰქონდა და სასამართლოს გადაწყვეტილება არაკანონიერია.

გია გოროზიას განცხადებით, ლევან ქარდავას წინააღმდეგ საქმეში მტკიცებულებები არ არსებობს.

„წარმოუდგენელი იყო ეს გადაწყვეტილება. როდესაც მივიღებთ, წავიკითხავთ და ვნახავთ, რა არგუმენტებით ისარგებლა მოსამართლემ, გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ. ორგანიზატორი გახლავთ პირი, რომელიც ქმნის ორგანიზებულ ჯგუფს და ხელმძღვანელობს. ამას უნდა ამაგრებდეს მტკიცებულება ან მოწმის ჩვენება ან ამონაწერი დეტალური ნომრების, ლევან ქარდავასთან მიმართებით მტკიცებულებები არ არის“, – განაცხადა ადვოკატმა, გია გოროზიამ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბადრი პატარკაციშვილის საქმეზე განზრახ უკანონოდ დაკავებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით დაკავებული კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი  ლევან ქარდავა დამნაშავედ ცნო და შვიდი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.