გიგა ბუკია არ აკონკრეტებს, შეცვლის თუ არა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე მამუკა ბახტაძეს გიორგი გახარია
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიგა ბუკია არ აკონკრეტებს, შეცვლის თუ არა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე მამუკა ბახტაძეს გიორგი გახარია.
როგორც ჟურნალისტებს ბუკიამ განუცხადა, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურასთან დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინარეობს.
„თუ საპარლამენტო მმართველობის ევროპულ ქვეყნებს გადავხედავთ, ნახავთ, რომ პრემიერ-მინისტრისა და მინისტრების შეცვლა ხშირია. განსაკუთრებულს იმაში ვერ ვხედავ, რომ პრემიერ-მინისტრები იცვლებიან. მამუკა ბახტაძემ განცხადება თავად გააკეთა, რისი გაკეთება მოახერხა. მან თავის მიზნებსა და პროგრამაზე ისაუბრა. ბახტაძე თვლის, რომ ამ თანამდებობაზე საკუთარი რესურსი ამოწურა. უმრავლესობის მიერ გადაწყვეტილება იქნება მიღებული და წარდგენილი იქნება ახალი პრემიერის კანდიდატურა, რაზეც პარლამენტი გადაწყვეტილებას მიიღებს. მართებული არ არის, წინასწარ ვთქვა, ვინ იქნება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი“, – განაცხადა ბუკიამ.
მამუკა ბახტაძემ დღეს გაარცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნავს, რომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობას ტოვებს.