მამუკა ბახტაძე ადასტურებს, რომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობას ტოვებს
მამუკა ბახტაძე ადასტურებს, რომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობას ტოვებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე თანამდებობას ტოვებს.

ცოტა ხნის წინ მამუკა ბახტაძემ „ფეისბუქზე“ პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერს: „ჩემთვის იყო დიდი პატივი და ამავდროულად, დიდი პასუხისმგებლობა, მემსახურა საქართველოს პრემიერ-მინისტრის რანგში ჩვენი ქვეყნის ინტერესების დასაცავად. მე ვიყავი და ვიქნები „ქართული ოცნების“ გუნდის წევრი და ჩვენი ქვეყნის ერთგული ჯარისკაცი. მსურს, მადლობა გადავუხადო ჩემს წინამორბედებს და წარმატება ვუსურვო მომავალ პრემიერ-მინისტრს“.

კონსტიტუციით, პრემიერ-მინისტრს უფლებამოსილება გადადგომისთანავე უწყდება, თუმცა მთავრობა მოვალეობის შესრულებას ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნამდე განაგრძობს.

მამუკა ბახტაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრად პარლამენტმა 2018 წლის 20 ივნისს დაამტკიცა.

2017 წლის 13 ნოემბრიდან 2018 წლის 20 ივნისამდე კი მამუკა ბახტაძე საქართველოს ფინანსთა მინისტრი იყო. მინისტრად დანიშვნამდე კი, „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორის თანამდებობას იკავებდა.