გერმანული „დოიჩე ბანკი" თანამშრომელთა მასშტაბურ შემცირებას აპირებს
გერმანული „დოიჩე ბანკი" თანამშრომელთა მასშტაბურ შემცირებას აპირებს

უმსხვილესი გერმანული ბანკი Deutsche Bank-ი პერსონალს 7 ათასზე მეტი ადამიანით შეამცირებს. მიზეზი ბანკის მისწრაფებაა, გააუმჯობესოს ფინანსური მდგომარეობა და მოგებაზე გავიდეს. ინფორმაციას „ბი-ბი-სი“ ავრცელებს.

ბანკის განცხადებით, კომპანიის გლობალურ ქსელში დასაქმებული ადამიანების რაოდენობა დღეს არსებული 97 ათასიდან 90 ათასზე ბევრად დაბლა უნდა ჩავიდეს. თუმცა, უმსხვილესი გერმანული ბანკი არ აკონკრეტებს შემცირება რომელ ქვეყნებს შეეხება. მხოლოდ ევროპაში ბანკი 66 ათას კაცს ასაქმებს, აქედან 42 ათასი გერმანიაზე მოდის, ბრიტანეთში- ეს ციფრი 8 500-ია. რაც შეეხება აზიის ქვეყნებს – იქ Deutsche Bank-ში 21 ათასი კაცია დასქმებული, ჩრდილეოთ ამერკაში – 10 ათასი.

პერსონალის შემცირება Deutsche Bank-ის ახალი ხელმძღვანელის ქრისტიან სოუინგის პირველი სერიოზული სვლაა, რომელმაც თანამდებობაზე ჯონ ქრაიანი გასულ თვეში შეცვალა. ქრაიანი ბანკიდან მას შემდეგ დაითხოვეს, რაც ცნობილი გახდა, რომ გასულ წელს Deutsche Bank-მა 500 მილიონი ევროს წაგება ნახა. ბანკი ასევე წაგებაზე გავიდა 2016 და 2015 წლებშიც. 2015 წელს წაგებამ 6.8 მილიარდი, ხოლო 2016 წელს 1.4 მილიარდი ევრო შეადგინა.

ბანკის ახალი ხელმძღვანელი თვლის, რომ შემცირება მტკივნეული, მაგრამ გარდაუვალი პროცესია.