ჯოზეფ ბორელი - ევროპელები, რომლებსაც აქვთ საჭირო სახსრები, მზად უნდა იყვნენ პოლიტიკურად უკრაინის დახმარების გაგრძელებისთვის იმის გათვალისწინებით, რომ აშშ-ის მხარდაჭერა, სავარაუდოდ, შემცირდება
ჯოზეფ ბორელი - ევროპელები, რომლებსაც აქვთ საჭირო სახსრები, მზად უნდა იყვნენ პოლიტიკურად უკრაინის დახმარების გაგრძელებისთვის იმის გათვალისწინებით, რომ აშშ-ის მხარდაჭერა, სავარაუდოდ, შემცირდება

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ უკრაინისადმი აშშ-ის დახმარება, სავარაუდოდ, შემცირდება, ამიტომ ევროკავშირის ქვეყნები პოლიტიკურად მზად უნდა იყვნენ უკრაინის მხარდაჭერის გასაგრძელებლად.

აღნიშნულის შესახებ ბორელმა მალაგაში, ევროპელი სოციალისტების პარტიის ყრილობაზე ონლაინ გამოსვლისას განაცხადა.

„ჩვენ ბევრი პრობლემის წინაშე ვართ. ევროკავშირი გამოცდის წინაშე დგას. უპირველეს ყოვლისა, ეს ეხება უკრაინას, სადაც რუსეთზე გამარჯვების პერსპექტივა არ არის მყისიერი, და ევროპელები, რომლებსაც აქვთ ამისთვის საჭირო სახსრები, მზად უნდა იყვნენ პოლიტიკურად უკრაინის დახმარების გაგრძელებისთვის იმის გათვალისწინებით, რომ აშშ-ის მხარდაჭერა, სავარაუდოდ, შემცირდება“, – განაცხადა ბორელმა.