ზაქარია ქუცნაშვილი - ყველა ტარიფის შემცირებას მივესალმები, რაც მოსახლეობას ხარჯებს შეუმცირებს 
ზაქარია ქუცნაშვილი - ყველა ტარიფის შემცირებას მივესალმები, რაც მოსახლეობას ხარჯებს შეუმცირებს 

ყველა ტარიფის შემცირებას მივესალმები, რაც მოსახლეობას ხარჯებს შეუმცირებს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზაქარია ქუცნაშვილმა განუცხადა, რომელიც ბუნებრივ აირზე ტარიფის შემცირებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ქვეყანაში საკვები პროდუქტების შემდეგ, კომუნალური გადასახადები ყველაზე დიდ ხარჯს წარმოადგენს.

„ეს ყველაფერი ჩვენი მოქალაქეების ცხოვრების შემსუბუქებას წაადგება“, – დასძინა ქუცნაშვილმა.

სემეკ-მა უკვე დაამტკიცა ტარიფის კლება „სოკარ ჯორჯია გაზის“ აბონენტებისთვის 0.011 თეთრით, „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ აბონენტებისთვის 0.014 თეთრით, „საქორგგაზის“ აბონენტებს კი 0.012 თეთრით.