თბილისში გაზის ტარიფი შემცირდა
თბილისში გაზის ტარიფი შემცირდა

თბილისში ბუნებრივი გაზის ტარიფი 0.014 თეთრით შემცირდა.

ყაზტრანსგაზ-თბილისის” აბონენტები 2019 წლის პირველი იანვრიდან ერთ კუბურ მეტრში 46.139 თეთრს გადაიხდიან. მოქმედი ტარიფი კი, 46.153 თეთრს შეადგენს.

გადაწყვეტილება საქართველოს ენრგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრებმა ერთხმად მიიღეს.

კომისიის თავმჯდომარის ირინა მილორავას განცხადებით, სამომხმარებლო ტარიფის შემცირება განაწილების ტარიფის შემცირებას უკავშირდება.