„სოსიეტე ჟენერალი“ 1600 დასაქმებულს შეამცირებს
„სოსიეტე ჟენერალი“ 1600 დასაქმებულს შეამცირებს

საფრანგეთის რიგით მესამე უმსხვილესი ბანკი, „სოსიეტე ჟენერალი“ 1600 თანამშრომლის გათავისუფლებას გეგმავს.

გათავისუფლება ძირითადად ბანკის კორპორაციულ და საინვესტიციო მიმართულებებს შეეხება და ფინანსური ჯგუფის მოგების გაზრდას ისახავს მიზნად. კადრების შემცირებით ფრანგული ბანკი ხარჯებს 500 მილიონი ევროთი შეამცირებს.

გათავისუფლების გეგმის შესახებ განცხადება ბანკმა დღეს გააკეთა. გეგმის მიხედვით, შესამცირებელი 1600 თანამშრომლიდან 750 დასაქმებულს საფრანგეთში დაითხოვენ, დანარჩენს – უცხოეთის ფილიალებში, ძირითადად ნიუ-იორკსა და ლონდონში.