გერმანიის თასის გათამაშებაში მეოთხედფინალური ეტაპი დასრულდა. ბოლო ნახევარფინალისტი გახდა გელზენკირხენის “შალკე”, რომელმაც შინ მინიმალური ანგარიშით დაამარცხა “ვოლფსბურგი” – 1:0.
ერთადერთი გოლი ფორვარდმა გვიდო ბურგშტალერმა მე-10 წუთზე გაიტანა.
გერმანიის თასის მეოთხედფინალის სხვა მატჩების შედეგები ასეთია:
პადერბორნი-ბაიერნი 0:6
ლევერკუზენი-ვერდერი 4:2 დ.დ.
აინტრახტი-მაინცი 3:0
ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა დღეს გაიმართება.