გერმანიის თასის ფინალში „დორტმუნდი“ და „ლაიპციგი“ ითამაშებენ #1TVSPORT
გერმანიის თასის ფინალში „დორტმუნდი“ და „ლაიპციგი“ ითამაშებენ #1TVSPORT

„დორტმუნდმა“ გერმანიის თასის ნახევარფინალში საკუთარ მოედანზე დიდი ანგარიშით დაამარცხა „ჰოლშტაინ კილი“ – 5:0. მატჩში ყველა გოლი პირველ ტაიმში გავიდა: ჯოვანი რეინამ დუბლი შეასრულა, თითოჯერ გამოიჩინეს თავი მარკო როისმა, ტორგან აზარმა და ჯუდ ბელინგემმა.

სხვათა შორის, მეორე ბუნდესლიგაში მოთამაშე „კილმა“ 1/16 ფინალში „ბაიერნი“ გამოთიშა ბრძოლას (2:2, პენალტებით – 6:5).

„დორტმუნდი“ 2017 წლის შემდეგ პირველად და არსებობის ისტორიაში მეათედ გავიდა ფინალში და შეეცდება მეხუთედ მოიპოვოს გერმანიის თასი.

გადამწყვეტი მატჩი 13 მაისს, ბერლინში გაიმართება. „დორტმუნდის“ მეტოქე „ლაიპციგი“ იქნება, რომელმაც 1/2 ფინალში „ვერდერს“ დამატებით დროში 2:1 მოუგო.