ლეგენდარულმა გერმანულმა კლუბმა, შესაძლოა, პროფესიული სტატუსი დაკარგოს #1TVSPORT
ლეგენდარულმა გერმანულმა კლუბმა, შესაძლოა, პროფესიული სტატუსი დაკარგოს #1TVSPORT

გელზენკირხენის „შალკეს“, რომელიც მეორე ბუნდესლიგაში თამაშობს, შესაძლოა, პროფესიული კლუბის სტატუსი ჩამოართვან.

Sky Germany-ის ინფორმაციით, მესამე ბუნდესლიგაში გავარდნის შემთხვევაში, „შალკე“ ვერ შეძლებს ატესტაციის გავლას გერმანიის საფეხბურთო კავშირში (DFL) მსხვილი ვალების (165 მილიონი ევრო) გამო. ასეთ შემთხვევაში „შალკე“ იძულებული იქნება, დაქვეითდეს მეოთხე დივიზიონში, რომელიც უკვე სამოყვარულო დონედ მიიჩნევა.

19 ტურის შემდეგ „შალკე“ მეორე ბუნდესლიგაში მე-15 ადგილზეა. ის „ჰანზასა“ და „აინტრახტ ბრაუნშვაიგს“, რომლებიც გასავარდნ ზონაში იმყოფებიან, მხოლოდ ბურთების უკეთესი სხვაობით ასწრებს.

ჯერ კიდევ 2018-19 წლების სეზონში „შალკე“ ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში თამაშობდა. ის შვიდჯერ იყო გერმანიის ჩემპიონი, 1996-97 წლების სეზონში კი უეფა-ს თასი მოიგო.