„შალკე“ საკუთარი მაისურებიდან „გაზპრომს“ წაშლის #1TVSPORT
გერმანულმა საფეხბურთო კლუბმა „შალკემ“ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით გადაწყვიტა მოაშოროს საკუთარი მაისურებიდან წარწერა „გაზპრომი“.
„ეს გადაწყეტილება მიღებულია GAZPROM Germania-სთან განხილვის შემდეგ“, – იტყობინება გელზენკირხენული კლუბის პრესსამსახური.
https://twitter.com/s04_en/status/1496844095225937924
რუსული ენერგეტიკული გიგანტი „გაზპრომი“ 2007 წლიდანაა „შალკეს“ სპონსორი.