არა „გაზპრომის“ რეკლამას - გერმანულმა გაზეთმა „ბილდმა“ „შალკეს“ ფორმის ახალი ვერსია წარმოადგინა #1TVSPORT
არა „გაზპრომის“ რეკლამას - გერმანულმა გაზეთმა „ბილდმა“ „შალკეს“ ფორმის ახალი ვერსია წარმოადგინა #1TVSPORT

წამყვანმა გერმანულმა გამოცემა BILD-მა რუსეთის ფედერაციის მხრიდან უკრაინის მიმართ აგრესიის ფონზე უკრაინელ ხალხს სოლიდარობა გამოუცხადა.

მაგალითად, ამიერიდან გერმანული საფეხბურთო კლუბის „შალკეს“ ფორმაზე გუნდის სპონსორის „გაზპრომის“ წარწერა გადაიფარება წარწერით – „თავისუფლება უკრაინას“. ამის შესახებ დაწერა გამოცემის ოფიციალურმა ვებგვერდმა.

„სანამ პუტინის ჯარები უკრაინას უტევენ, ჩვენ უნდა ვუყუროთ ტელევიზორით „გაზპრომის“ რეკლამას ჩემპიონთა ლიგის ჰიმნის თანხლებით. რუსული ენერგეტიკული გიგანტი უეფა-ს სპონსორია 2012 წლიდან. ჩვენ „შალკეს“ მაისურებზე ვხედავთ „გაზპრომს“, რომელიც 2007 წლიდან რუსეთის მიერ წარმოებული ომების ფინანსისტია.

„შალკე“ და უეფა ცდილობენ ამ სიტუაციიდან არაადეკვატური განცხადებებით გამოსვლას. მათი არგუმენტების თანახმად, ისინი „არ არიან დაკავშირებულნი პუტინის პოლიტიკასთან“. ეს სიცრუეა! რა თქმა უნდა, დიქტატორები იყენებენ სპორტს, როგორც წითელ ფონს თავიანთი ბინძური საქმეებისთვის – და არა მხოლოდ პეკინის ოლიმპიადის შემდეგ.

როცა პუტინი თავს ესხმის მეზობელ ქვეყანას და უარს ეუბნება მას არსებობის უფლებაზე, ყველა ზღვარი ქრება! ფეხბურთი ვერ დარჩება გულგრილი, სანამ პუტინი ომს აწარმოებს.

ამ მიზეზით:

* არ უნდა იყოს სანკტ-პეტერბურგში ჩემპიონთა ლიგის ფინალი!

* „გაზპრომის“ არანაირი რეკლამა ჩემპიონთა ლიგაზე!

* „გაზპრომის“ რეკლამის გაქრობა „შალკეს“ მაისურებიდან. უბრალოდ გადააწერეთ ზემოდან. ეს იქნება მძლავრი სიმბოლო.

BILD წყვეტს პუტინის მაისურების რეკლამას!

„გაზპრომის“ ლოგოს ზემოდან ვაწერთ ლოზუნგს „თავისუფლება უკრაინას!“