„დორტმუნდმა“ გერმანიის თასი მეხუთედ მოიგო [ვიდეო] #1TVSPORT
„დორტმუნდმა“ გერმანიის თასი მეხუთედ მოიგო [ვიდეო] #1TVSPORT

დორტმუნდის „ბორუსია“ გერმანიის თასის მფლობელი გახდა. ბერლინში გამართულ ფინალში მან „ლაიპციგი“ 4:1 გაანადგურა.

დორტმუნდელებმა პირველი ტაიმი 3:0 მოიგეს – ჯეიდონ სანჩომ დუბლი შეასრულა, კიდევ ერთი გოლი ერლინგ ჰალანდის ანგარიშზეა. „ლაიპციგმა“ 71-ე წუთზე დანიელ ოლმოს მონდომებით შეამცირა ანგარიში, მაგრამ 87-ე წუთზე ჰალანდმა აღადგინა სამბურთიანი უპირატესობა.

სანჩოს ბოლო 19 მატჩში 22 ქულა დაუგროვდა – 13 გოლი და 9 პასი, ჰალანდს კი ამ სეზონში 39 მატჩში 39 გოლი აქვს გატანილი.

„დორტმუნდი“ მეხუთედ გახდა გერმანიის თასის მფლობელი. ბოლოს ეს მოხდა 2016-17 წლების სეზონში. უფრო მეტჯერ ეს ტიტული მოგებული აქვთ „ბაიერნს“ (20) და „ვერდერს“ (5).

„ლაიპციგმა“ ზედიზედ მეორე ფინალი წააგო – შარშან ის „ბაიერნთან“ დამარცხდა.

ეს იყო „ლაიპციგთან“ ერთად ტიტულის მოგების ბოლო შანსი იულიან ნაგელსმანისთვის, რომელიც მომავალი სეზონიდან „ბაიერნის“ მთავარი მწვრთნელი იქნება.