გერმანიის საგარეო უწყების ყოფილი ხელმძღვანელი აცხადებს, რომ აშშ-მა ევროპას ლტოლვილების გამო, მილიარდები უნდა აუნაზღაუროს
როდესაც ტრამპი ევროპისგან აშშ-ის სამხედრო ხარჯების, მილიარდების ანაზღაურებას ითხოვს, ჩვენ უნდა მოვითხოვოთ მისგან მილიარდების ანაზღაურება იმ ლტოლვილების გამო, რომლებიც აშშ-ის წარუმატებელი სამხედრო ინტერვენციების შედეგად წარმოიშვნენ, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, სოციალ-დემოკრატებს ლიდერმა ზიგმარ გაბრიელმა განაცხადა. ინფორმაციას EUobserver-ი ავრცელებს.
გამოცემა Spiegel-ისთვის მიცემულ ინტერვიუში გერმანელი პოლიტიკოსი ამბობს, რომ ევროპას დონალდ ტრამპის იმედი არ უნდა ჰქონდეს.
„ილუზიები არ უნდა გვქონდეს. დონალდ ტრამპს მხოლოდ ძალის ესმის. ასე რომ, ჩვენ მას უნდა ვაჩვენოთ, რომ ძლიერები ვართ“, – აღნიშნა გაბრიელმა.
„ტრამპი ჩრდილოეთ კორეის დიქტატორს გარანტიებს აძლევს და ამავე დროს უნდა რეჟიმის შეცვლა გერმანიაში. ჩვენთვის ამასთან შეგუება რთულია“, – განაცხადა გერმანიის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა.