გენუაში, ხიდის ნანგრევებში მოყოლილთა სამძებრო-სამაშველო ღონისძიება გრძელდება
გენუაში, ხიდის ჩამონგრევისას ნანგრევებში მოყოლილთა საპოვნელად, სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება.
ბოლო მონაცემებით, ხიდის ჩამონგრევას 38 ადამიანი, მათ შორის 8,12 და 13 წლის მოზარდები ემსხვერპლნენ. დაშავებულია 16, ხოლო დაკარგულად მიიჩნევა 12 ადამიანი.
ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი მომხდარზე პასუხისმგებელი პირების უმკაცრესად დასჯის პირობას დებს.
ინციდენტის დროს ხიდზე მოძრავი 35-მდე ავტომობილი 45 მეტრის სიმაღლიდან ბეტონის ფრაგმენტებთან ერთად ჩავარდა. ტრაგედიის ადგილი მოინახულა პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტიმ.