ზუგდიდში, მდინარე ჯუმში არასრულწლოვნის სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს
ზუგდიდში, მდინარე ჯუმში არასრულწლოვნის სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დარჩელის თემის სოფელ კიროვში, მდინარე ჯუმში არასრულწლოვანს ეძებენ.

როგორც საქართველოს პირველ არხს თვითმხილველებმა განუცხადეს, 15 წლამდე ბიჭი მდინარეში საღამოს შევიდა და გამოსული აღარ უნახავთ. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და სამართალდამცავები. ადგილზე იმყოფებიან ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია და მისი მოადგილე გიგა ფარულავა.

როგორც ზუგდიდის მერიაში აცხადებენ, სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მდინარის გასწვრივ მიმდინარეობს. მდინარე ჯუმი გადაუღებელი წვიმების შედეგად საგრძნობლად არის ადიდებული და ამაღამ მდინარეში შესვლა შეუძლებელია.