გენუაში მორანდის ხიდი ააფეთქეს [ვიდეო]

იტალიის ქალაქ გენუაში მორანდის ხიდი ააფეთქეს, რის გამო ახლომდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები ათასობით მცხოვრებლის ევაკუაცია განხორციელდა.

ექსპერტებმა ერთ წლის წინ ჩამონგრეული ხიდის ბეტონისა და ფოლადის ნარჩენები ააფეთქეს, რომელთა საერთო მასა საშუალოდ 4 500 ტონას შეადგენდა.

აფეთქების შემდეგ ქალაქში მტვრის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით მიმდებარე ტერიტორიაზე წყლის ჭავლებია მობილიზებული.

გენუაში მორანდის ხიდის ნაწილი გასული წლის 14 აგვისტოს ჩამოინგრა. ტრაგედია პიკის საათში, იმ დროს მოხდა, როდესაც ხიდზე ბევრი ავტომობილი იმყოფებოდა. ნგრევის შედეგად, 43 ადამიანი დაიღუპა.