გენუაში გასულ წელს ჩამონგრეული ხიდის ზედამხედველი კომპანიების სამ თანამშრომელს შინაპატიმრობა შეუფარდეს
გენუაში გასულ წელს ჩამონგრეული ხიდის ზედამხედველი კომპანიების სამ თანამშრომელს შინაპატიმრობა შეუფარდეს

გენუაში გასულ წელს ჩამონგრეული ხიდის ზედამხედველ ჯგუფ „ატლანტიაში“ შემავალი კომპანიების სამ თანამშრომელს შინაპატიმრობა შეუფარდეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერსი“ იტალიის პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გასული წლის აგვისტოში ხიდის ჩამონგრევას გენუაში 43 ადამიანი ემსხვერპლა.

საგადასახადო პოლიციის ცნობით, აღმოჩენილია ხიდების უსაფრთხოების შესახებ ანგარიშის გაყალბებისა და გარკვეული ინფორმაციის დამალვის მტკიცებულებები. გამომძიებლები ვარაუდობენ, რომ ანგარიშის გაყალბება ტრანსპორტის სამინისტროს ინსპექტორების შეცდომაში შეყვანის მიზნით ხდებოდა, რათა კომპანიას თავიდან აეცილებინა დამატებითი შემოწმებები. „ატლანტიას“ კიდევ ექვს თანამშრომელს დროებით მოვალეობის შესრულება აეკრძალათ.

აღსანიშნავია, რომ ხიდის ჩანგრევის შემდეგ კომპანიის ათობით თანამშრომლის, მათ შორის აღმასრულებელი დირექტორის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო.

როგორც პრემიერ-მინისტრმა, ჯუზეპე კონტემ განაცხადა, გენუაში ახალი ხიდის გახსნა მომავალი წლის აპრილში იგეგმება.