ექსპერტებმა ტრაგედიამდე რამდენიმე თვით ადრე დაასკვნეს, რომ გენუის ხიდის სიმყარე შემცირებული იყო
ექსპერტებმა ტრაგედიამდე რამდენიმე თვით ადრე დაასკვნეს, რომ გენუის ხიდის სიმყარე შემცირებული იყო

გენუაში მომხდარ ტრაგედიამდე რამდენიმე თვით ადრე, ექსპერტებმა  დაასკვნეს, რომ კონსტრუქციის ლითონის ნაწილების კოროზიის გამო, გენუის ხიდის სიმყარე 20 პროცენტით იყო შემცირებული. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Associated Press-ი იტალიურ  გამოცემა Espresso-ზე დაყრდნობით წერს.

მედიასაშუალების ცნობით, სპეციალისტებმა შესაბამისი დასკვნა ჯერ კიდევ თებერვალში გააკეთეს. თუმცა ამის მიუხედავად,  ხელისუფლებას და სატრანსპორტო კომპანიას ხიდზე გადაადგილება არ შეუზღუდავს.

იტალიის ტრანსპორტის ყოფილმა მინისტრმა, გრაციანო დელრიომ განაცხადა, რომ უწყებისთვის ხიდზე მოძრაობის შეზღუდვის აუცილებლობის შესახებ არავის უცნობებია.

გენუაში მორანდის ხიდის 100-მეტრიანი მონაკვეთი 14 აგვისტოს ჩაინგრა, რასაც 43 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.