სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი ირაკლი მექვაბიშვილი IRI-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა.
აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, გენერალურმა აუდიტორმა ირაკლი მექვაბიშვილმა და IRI-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა ანდრეა კერბსმა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან შემდგომი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ გენერალური აუდიტორის მოადგილე ეკა ღაზაძე, პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის უფროსი ზურაბ აზნაურაშვილი, IRI-ის პროგრამის ოფიცერი ქეთევან ჩადუნელი.
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი IRI საქართველოში 1999 წლიდან მუშაობს. ორგანიზაცია ხელს უწყობს ქვეყანაში მრავალპარტიული პოლიტიკური სისტემის გაძლიერებას, რათა ისინი გახდნენ კონკრეტულ საკითხებზე ორიენტირებულები და ამომრჩეველთან ანგარიშვალდებულები.