გენერალური აუდიტორი IRI-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა
გენერალური აუდიტორი IRI-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი ირაკლი მექვაბიშვილი IRI-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა.

აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, გენერალურმა აუდიტორმა ირაკლი მექვაბიშვილმა და IRI-ის საქართველოს ოფისის  ხელმძღვანელმა ანდრეა კერბსმა ​საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან შემდგომი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ გენერალური აუდიტორის მოადგილე ეკა ღაზაძე, პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის უფროსი ზურაბ აზნაურაშვილიIRI-ის პროგრამის ოფიცერი ქეთევან ჩადუნელი.

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი IRI საქართველოში 1999 წლიდან მუშაობს. ორგანიზაცია ხელს უწყობს ქვეყანაში მრავალპარტიული პოლიტიკური სისტემის გაძლიერებას, რათა ისინი გახდნენ კონკრეტულ საკითხებზე ორიენტირებულები და ამომრჩეველთან ანგარიშვალდებულები.