გენერალ სამსონ ქუთათელაძის ვაჟი - დარწმუნებული ვართ გიორგი ჭანტურიას დანაშაულში და ვიმედოვნებთ, მას გამამტყუნებელ განაჩენს გამოუტანენ
გენერალ სამსონ ქუთათელაძის ვაჟი - დარწმუნებული ვართ გიორგი ჭანტურიას დანაშაულში და ვიმედოვნებთ, მას გამამტყუნებელ განაჩენს გამოუტანენ

დარწმუნებული ვართ გიორგი ჭანტურიას დანაშაულში და ვიმედოვნებთ, რომ მას გამამტყუნებელ განაჩენს გამოუტანენ, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს მოკლული გენერლის, სამსონ ქუთათელაძის ვაჟმა, ბესო ქუთათელაძემ განუცხადა.

მისი თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება ჭანტურიას ადვოკატების განცხადება, რომ პროკურატურამ ვერ შეძლო ბრალდებულის მიმართ წარდგენილი ბრალის დამტკიცება ცხრათვიან ვადაში.

ბესო ქუთათელაძის თქმით, სასამართლო განხილვა არ დასრულებულა და მსგავსი განცხადება დეზინფორმაციაა.

აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული პატიმრობის ცხრათვიანი ვადის ამოწურვის შემდეგ, გიორგი ჭანტურია პატიმრობიდან დღეს გათავისუფლდა.

როგორც საქართველოს პირველ არხს ჭანტურიას ადვოკატმა, ლექსო კობაიძემ განუცხადა, პროკურატურამ ცხრათვიან ვადაში ვერ დაადასტურა მისი დაცვის ქვეშ მყოფის ბრალეულობა და გიორგი ჭანტურია პატიმრობიდან გათავისუფლდა.