„გაზპრომის“ ინფორმაციით, გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის მშენებლობა დასრულდა
„გაზპრომის“ ინფორმაციით, გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის მშენებლობა დასრულდა

გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის მშენებლობა დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული კომპანია „გაზპრომის“ ხელმძღვანელი, ალექსეი მილერი ავრცელებს.

„გაზპრომის“ ინფორმაციით, მიმდინარე წელს „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის საშუალებით 5.6 მილიარდი კუბური მეტრი გაზის მიწოდება იქნება შესაძლებელი.

სააგენტო „ბლუმბერგის“ ცნობით, „გაზპრომი“ გაზსადენის პირველი ხაზით ბუნებრივი აირის განთავსებას პირველი ოქტომბრიდან, ორივე ხაზით კი უკვე პირველი დეკემბრიდან გეგმავს.

„ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ით რუსული ბუნებრივი გაზი გერმანიას ბალტიის ზღვის გავლით მიეწოდება. გაზსადენის ორივე ხაზის სიმძლავრე წელიწადში 55 მილიარდი კუბური მეტრია.