„პოლიტიკო“ - აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო უკრაინას აფრთხილებდა, არ აეფეთქებინა „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის გაზსადენი
„პოლიტიკო“ - აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო უკრაინას აფრთხილებდა, არ აეფეთქებინა „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის გაზსადენი

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო უკრაინას აფრთხილებდა, არ აეფეთქებინა „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის გაზსადენი, მას შემდეგ, რაც თავდასხმის გეგმის შესახებ ინფორმაცია ნიდერლანდების სამხედრო დაზვერვისგან მიიღო, – ამის შესახებ ინფორმაციას „პოლიტიკო“ გერმანიის და ნიდერლანდების მედიასაშუალებების მიერ ჩატარებული გამოძიების საფუძველზე ავრცელებს.

გამოძიების თანახმად, „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ზე თავდასხმამდე სამი თვით ადრე, ნიდერლანდების სამხედრო დაზვერვამ მოიპოვა გეგმა, რომლის მიხედვით, „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის წინააღმდეგ ოპერაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, გენერალი ვალერი ზალუჟნი ხელმძღვანელობდა, რომელშიც ჩართული იყო მყვინთავების მცირე გუნდი და თავდასხმა უნდა მომხდარიყო 2022 წლის ივნისის შუა რიცხვებში.

გამოცემის ინფორმაციით, ნიდერლანდების სადაზვერვო სამსახურებმა ამის შემდეგ აცნობეს აშშ-ს, რომელიც უკრაინას დაუკავშირდა ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს მეშვეობით, რათა გაეფრთხილებინა ისინი.

2022 წლის ივნისში დივერსია არ მოხდა, მაგრამ სექტემბერში მილსადენი კვლავ ააფეთქეს თითქმის იმავე სცენარის მიხედვით, რაც ნიდერლანდების დაზვერვამ სამი თვის წინ გამოავლინა. უკრაინის ხელისუფლება „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის აფეთქებასთან კონტაქტს უარყოფს.