ავსტრიის კანცლერი - უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემთხვევაში, ევროკავშირის მომზადებული სანქციების პაკეტი „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის წინააღმდეგ ზომებს მოიცავს
ავსტრიის კანცლერი - უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემთხვევაში, ევროკავშირის მომზადებული სანქციების პაკეტი „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის წინააღმდეგ ზომებს მოიცავს

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემთხვევაში, ევროკავშირის მიერ მომზადებული სანქციების პაკეტი გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის წინააღმდეგ ზომებს მოიცავს, –  სააგენტო „როიტერის“ ცნობით, ამის შესახებ ავსტრიის კანცლერმა კარლ ნეჰამერმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„გაზსადენის სერტიფიცირება მაშინ გაჩერდება. ამასთან დაკავშირებით კითხვები არ არსებობს. შესაბამისად, ეს ნიშნავს, რომ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“ არის სანქციების ნაწილი“, – განაცხადა ავსტრიის ლიდერი.

გაზსადენი, რომელიც ბალტიის ზღვის გავლით რუსეთს გერმანიასთან აკავშირებს, უკვე დასრულებულია, თუმცა ჯერ არ ამოქმედებულა, რადგან გერმანიისა და ევროკავშირის მარეგულირებელი ორგანოების ავტორიზაციას ელოდება.