გერმანიის იუსტიციის მინისტრი აცხადებს, რომ, გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის მშენებლობის მხარდაჭერით, გერმანიამ წვლილი შეიტანა უკრაინაში ომის დაწყებაში
გერმანიის იუსტიციის მინისტრი აცხადებს, რომ, გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის მშენებლობის მხარდაჭერით, გერმანიამ წვლილი შეიტანა უკრაინაში ომის დაწყებაში

ყირიმის ანექსიის შემდეგ გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის მშენებლობის მხარდაჭერა იყო გერმანიის წვლილი უკრაინაში ომის დაწყებაში, – ამის შესახებ გერმანიის იუსტიციის მინისტრმა, მარკო ბუშმანმა „დიდი შვიდიანის“ ქვეყნების იუსტიციის მინისტრების შეხვედრაზე განაცხადა.

გერმანიის მთავრობის წარმომადგენლის თქმით, ახლა მთავარი მოვალეობა სიმართლისთვის თვალის გასწორება და სწორი დასკვნების გამოტანაა.

აღსანიშნავია, რომ ეს გერმანიის იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელის მიერ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის მშენებლობის გადაწყვეტილების პირველი საჯარო კრიტიკა არ არის. მარკო ბუშმანმა ოქტომბერში განაცხადა, რომ ყირიმის ანექსიის შემდეგ ანგელა მერკელის პოლიტიკამ გამოიწვია ომი უკრაინაში.