ვიქტორია ნულანდი – „ჩრდილოეთ ნაკადი 2“ მკვდარია, ის ლითონის ნაგლეჯია, რომელიც ზღვის ფსკერზე ასვენია

09:52, 09.03.2022

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ვიქტორია ნულანდი აცხადებს, რომ „გაზსადენი „ჩრდილოეთ ნაკადი 2“ ლითონის ნაგლეჯია, რომელიც ზღვის ფსკერზე ასვენია“.

„ვფიქრობ, „ჩრდილოეთ ნაკადი 2“ ახლა მკვდარია. არ მგონია, რომ ვინმე ოდესმე მას გააცოცხლებს“, – აღნიშნა ნულანდმა სენატის საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტში სიტყვით გამოსვლისას.

ამასთან, ნულანდმა განაცხადა, რომ აშშ პარტნიორებთან ერთად მუშაობს ენერგორესურსების გლობალურ მიწოდებაზე დარტყმის შესამცირებლად და იმაზე, რომ არ მისცენ რუსეთს საშუალება, ენერგომატარებლების ექსპორტი იარაღად აქციოს.

მსგავსი